საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია ამომრჩეველთა მოსატყუებლად შეიქმნა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვახტან ყოლბაიამ განაცხადა.
„საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია ხელისუფლების პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე ვერ იქნება რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შექმნაზე ორიენტირებული. ვეჭვობთ, რომ ეს პროექტიც ხელისუფლების მიერ ამომრჩეველთა მოსატყუებლად, დროის გასაჭიანურებლად და ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის ასათვისებლად არის შექმნილი. მიგვაჩნია, რომ ჯანსაღმა ოპოზიციურმა ძალებმა, რეალურად დამოუკიდებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ყველა ძალისხმევა უნდა მივმართოთ სამართლიანი არჩევნებისთვის და დემოკრატიული გარემოს შესაქმნელად, რისი ერთ-ერთი კომპონენტი უდავოდ არის სეიბის დაზუსტების პროცესი", - განაცხადა ყოლბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის კომისია პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 15 ნოემბერს შეიქმნა. კომისიას 21 ადამიანი წარმოადგენს - 7 "ნაციონალი", 7 ოპოზიციონერი და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. კომისიამ გადამოწმებული სიები ცესკო-ს 2012 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა წარუდგინოს.
საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიამ პირველი სხდომა 17 ნოემბერს გამიმართა.