"ქართუ ბანკში" ერთ კვირაში 13 ათასი ახალი მეანაბრე გაჩნდა, - ამის შესახებ "ქართუ" ბანკის პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.
"მე თუ მეშლება პოლიტიზირება, იმ 13 ათას ეშლება? ბანკს, რომელსაც ხელისუფლება ებრძვის რატომ შემოაქვს ამ ხალხს 1-2-10 ლარი? ეს ხომ ნიშნავს, რომ ისინი სამართლიანობის გვერდით დგანან", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.