ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონის დაძლევა უახლოეს რამდენიმე წელიწადშია შესაძლებელი. ამის შესახებ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონალური მედია საშუალებებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვაცნობიერებ ქვეყნის მდგომარეობას თუ რა რაოდენობაა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ისიც ვიცი თუ როგორ ზრუნავს ამ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლება. ისინი მხოლოდ ფასადურად აკეთებენ ამას, რაც გამოიხატება რამდენიმე ლარიანი დახმარებებითა და სხვა ქმედებებით. ჩვენი გუნდი ვსაუბრობთ ამ პრობლემის დასაძლევად. ეს ვერ მოხდება მყისიერად. როცა ხელისუფლებაში მოვალთ, ნუ ექნება მოსახლეობას განცდა, რომ რამდენიმე თვეში შევძლებთ ამას. სწორი საფუძველი უნდა ჩავუყაროთ, რომ უახლოეს წლებში განხორციელდეს ეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად უნდა არსებობდეს ქვეყნის სტრატეგიისა და განვიტარების გეგმა, უნდა განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სხვა სფეროები.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან თბილი კლიმატი, რომ საინტერესო გახდეს ინვესტიციებისთვის. საზღვარგარეთ მყოფი ქართველები, აღნიშნულ შემთხვევაში, დაბრუნდებიან", - აღნიშნა ივანიშვილმა.