ნატო აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო დაგეგმარებას. ეს განცხადება ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"ის ბოლო გაჟონილი ინფომაცია, რომელიც ჩვენ ინტერნეტ-გვერდ "ვიკილიქსზე" ვნახეთ ადასტურებს იმ ინფორმაციას რომელიც რუსულ მხარეს ჰქონდა, იმის შესახებ, რომ ნატო კვლავინდებურად აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დაგეგმარებას, ისევე როგორც ბირთვულ დაგეგმარებას", _ განაცხადა როგოზინმა "რუსეთ-ნატოს" საბჭოს სხდომის შედეგების კომენტირებისას.
მისივე თქმით, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა უწოდონ ერთმანეთს რუსებმა და ამერიკელებმა "პარტნიორები" მაშინ როდესაც "ნატოს შტაბ-ბინიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროები აგრძელებენ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მონიშვნას სამხედრო დარტყმის სამიზნედ".