საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა მთავრობის მიერ ახალ სოციალურ შეთავზებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, პენსიონერებისთვის შეთავაზებული 140-ლარიანი პაკეტის მნიშვნელობა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სამედიცინო დაზღვევას ენიჭება და ის დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს შეეხება.
"ვფიქრობ, ამ კატეგორიის ადამიანთა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარღვევაა. პაკეტი 140-ლარიანი. იგი 15-ლარიან სადაზღვევო პოლისსაც მოიცავს, რაც ულიმიტო გადაუდებელ ოპერაციას გულისხმობს. მასში 80 პროცენტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით იქნება, გულისხმობს, ასევე, გეგმურ ოპერაციებს, ანალიზებს, ექიმის კონსულტაციას და გარკვეული სახის წამლების თანადაფინსასებას. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთა სამედიცინო დაზღვევა და ის, რომ სწორედ სახელმწიფო უზრუნველყოფს 0-იდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო დაზღვევას. ასეთ დაზღვევას 250 ათასამდე ბავშვი მიიღებს", - აღნიშნა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ეს წინადადებები 2012 წლის ბიუჯეტის კანონპორექტთან ერთად საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგზავნილია საკანონმდებლო ორგანოში.