სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", მსოფლიოში წამყვანი გამოცემა "ეკონომისტის" ორგანიზებით, "ეკონომისტის კონფერენცია" (Economist Conference) იგეგმება. სამიტის მიზანია საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივების ფუნდამენტური ანალიზი თავისუფალი და გამჭვირვალე დისკუსირების გზით.
კონფერენციის თემასთან და მის ძირითად მიზნებთან დაკავშირებით, თბილისის სამიტის თავმჯდომარე დუგლას ტომპსონი და საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბოჭორიშვილი, 16 ნოემბერს, 11:30 საათზე, "რადისონში" ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
"ვგეგმავთ, დავადგინოთ საქართველოს საბაზრო ეკონომიკის პოტენციალი და წარმოვაჩინოთ ბიზნესის წარმოების და ინვესტირების რეალობა საქართველოში საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინტერესო რაკურსში. ჩვენ არ ვეუბნებით ყველას: "ჩადე ინვესტიცია საქართველოში". ჩვენი მიზანია, ღიად და გულწრფელად ვისაუბროთ საქართველოზე, როგორც მიმზიდველ და საინტერესო საინვესტიციო გარემოზე. ამ სამიტის მიზანია, მოვახდინოთ ინვესტორთა ინტერესის ფოკუსირება, რათა მათ თავად გადაწყვიტონ, არის თუ არა საქართველო მათთვის ხელსაყრელი ბაზარი", - აღნიშნა თბილისის სამიტის თავმჯდომარე და Economist Conference -ის პროგრამების დირექტორმა დუგლას ტომსონმა.
სამიტის მსვლელობისას საერთაშორისო კომპანიების ლიდერები ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ როგორი შედეგის მომტანი იქნება.