მთავრობის საშუალოვადიანი გამოწვევები გულისხმობს მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო პირობების შექმნას პოსტ-კრიზისული გარე და ფისკალური კორექტირებების დასრულების პირობებში, ნათქვამია EBRD-ის მოხსენებაში.
ევრობანკის ინფორმაციით, საგარეო მიმდინარე ანგარიშის ზღვრულ ფარგლებში მოქცევის კუთხით ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დეფიციტის მაჩვენებელი მაინც ძალიან მაღალია. კორექტიკება კიდევ უფრო მეტადაა საჭირო, რადგან დონორების მხარდაჭერა და ფისკალური სტიმული მოსალოდნელია შემცირდეს და ვალის გადაწევის მოთხოვნა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ აქტუალურია. ეკონომიკური ზრდის გრძელვადიან პერიოდში შესანარჩუნებლად ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში აქტიური ზრდის სტრატეგია უნდა გაამყაროს აუცილებელი მარეგულირებელი პოტენციალის გამომუშავებით, ინსტიტუციონალური რეფორმების გაღრმავებით. ეს ხელს შეუწყობს ინვესტორებში რწმენის შემდგომ გაძლიერებას და დამატებით საექსპორტო ბაზრებს გახსნის (ევროკავშირისკენ და უფრო ფართოდ).