„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ქადაგების შემდეგ ძნელი წარმოსადგენია, პრობლემური გახდეს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი.
„პატრიარქის სიტყვები ეხმიანება მთელი საქართველოს საზოგადოებას. ქართველ ხალხს, ისევე როგორც პატრიარქს სურს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ამის შემდეგ ისევ პრობლემური გახდეს მისთვის მოქალაქეობის მინიჭება. მოქალაქეობის აღდგენა მისთვის უნდა ქართველ ხალხს, პოლიტიკურ რეალობასაც ეს სჭირდება და პატრიარქმა ყველა ჩვენგანის სათქმელი გამოხატა მის ქადაგებაში. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა გუშინდელი ქადაგებისას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა.