ექსპერტი ვასილ ჭყოიძე ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას ორ ფაქტორს გამოყობს. პირველი, მისი თქმით, არის ის, რომ საქართველომ მიიღო სრული მხარდაჭერა იმ საკითხებში, რაც მას აინტერესებდა და მეორე - რასმუსენის განცხადებებში გამოიკვეთა კონკრეტულად რა მიმართულებით აინტერესებს ნატოს, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს.
"ორ ფაქტორს გამოვყოფდი - პირველი ის, რომ საქართველომ მიიღო სრული მხარდაჭერა იმ საკითხებში რაც მას აინტერესებდა ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების კუთხით და მეორეს მხრივ, რასმუსენის განცხადებებში გამოიკვეთა კონკრეტულად რა მიმართულებით აინტერესებს ნატოს, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმები იმისათვის, რომ მან დააკამყოფილოს ნატოს სტანდარტები და გაადვილდეს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება", _ აცხადებს ექსპერტი ვასილ ჭყოიძე.