"უამინდობის გამო ელექტროენერგია პარიზის ცენტრშიც კი ითიშება. ის იკითხეთ, ჩვენთან სინათლე რომ გაითიშა, რამდენ წუთში ჩაირთო", - ასე მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საპარლამენტო ოპოზიციას.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ შეკითხვა დასვა ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგიის გათიშვის გამო.
ხეთაგურის თქმით, უამინდობის გამო პარიზის ცენტრშიც კი წყდება ელექტროენერგია და დეპუტატებმა ის კი არ უნდა იკითხონ, ელექტროენერგიის შეწყვეტა რამ გამოიწვია, არამედ ის, თუ რამდენ წუთში ჩაირთო.