თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი აცხადებს, რომ წლევანდელი რთველი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება კვეზერელმა პარლამენტში, სამთავრობო საათზე გააკეთა.
მისი თქმით, წელს ყურძნის მოსავალი მოსალოდნელზე გაცილებით მეტი იყო, რის გამოც მოხდა ბიუჯეტის კორექტირება და რთველისთვის ორჯერ მეტი თანხის გამოყოფა.
კვეზერელმა განმარტა, რომ საბიუჯეტო დახმარება ორი მიმართულებით გადანაწილდა - მოხდა ყურძნის გადამამუშავებელი სექტორის ფინანსური წახალისება და, ამასთან, დაფინანსდნენ მევენახეები. მისი განცხადებით, ვაუჩერიზაციის გზით 110 ათასი მევენახე დაფინანსდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 14 მილიონი ლარი გამოიყო.