რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი, ფრაქცია "ედინაია როსიას" წევრი კონსტანტინე კოსაჩოვი ცხინვალში იმყოფება. "ედინაია როსია" ცხინვალის რეგიონში 13 ნოემბერს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ვინმე ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურას უჭერს. ეს განცხადება ცხინვალში მყოფმა კოსაჩოვმა თავად გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"როგორც პარტია "ედიანაია როსიას" წარმომადგენელმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პოლიტიკურ სიმპათიებს არ ვმალავთ. ჩვენ პარტია "ედინსტვოს" კანდიდატს, ანატოლი ბიბილოვს ვიჭერთ მხარს", _ განაცხადა კოსაჩოვმა.
მისი თქმით, რუსეთსაც და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მთელს მსოფლიოში ბევრი მეგობარიც ჰყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი არაკეთილმოსურნეც.
"ალბათ, მოიძენებიან ისეთებიც, რომლებიც ამ პროცესებით სპეკულირებას დაიწყებენ და რუსეთს სუვერენული სამხრეთ ოსეთის საშიანო საქმეებში ჩარევასაც დააბრალებენ, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის მხრიდან არავითარი ჩარევა არც არის და არც შეიძლება იყოს. ჩვენ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და დარწმუნებულნი ვართ, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა არჩევნის გაკეთებას შეძლებს", _ განაცხადა კოსაჩოვმა ცხინვალში.