ევროპის მთავარი ამოცანა იყო ნებისმიერი ფორმით გაეწევრიანებინათ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და ამაა საქართველოს მოტყუებით მიაღწიეს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მიღწეული შეთანხმებით ქართულს მხარეს არაფერი მოუგია - მოიგო მსოფლიომ და მოიგო რუსეთმა.
"ჩვენთან მოიგო მხოლოდ ქართული ხელისუფლების პროპაგანდამ, რომ თითქოს რაღაცა მოვიგეთ, სინამდველიშე არაფერი არ შეიცვლება და ყველაფერი დარჩება ძველებურად. ეს პროპაგანდა გაძლებს მაქსიმუმ 2-3 თვეს, მეტს არა. ჩვენ სამწუხაროდ ამით დავკარგეთ რუსული ბაზარი, როცა ჯობდა რუსულ ბაზარზე გვეფიქრა და იქ ქართული ღვინის დაბრუნებაზე გვეზრუნა ცოტა მეტი. ამ შემთხვევაში ამის საშუალება იყო. საქართველოს ხელისუფლების ამოცანა იყო პროპაგანდა და ქართველი ამომრჩევლის გაბრუება და მათთვის თვალში ნაცრის შეყრა. რასაც მიაღწიეს. საქართველოს მთავარი ამოცანა იყო, რომ საზღვარზე მდგარიყვნენ ქართველი მებაჟეეები და ეს შესრულებული არ არის", - განაცხადა ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ შეთანხმებაში არ ჩანს რომელ საზღვარზეა ლაპარაკი.
"აფხაზები, ოსები და რუსები წაიკითხავენ, რომ მონიტორინგი განხორციელდება რუსულ-ოსურ და რუსულ-აბხაზურ საზღვარზე, ჩვენ წავიკითხავთ რომ ეს მოხდება საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ეს არის დიპლომატიური გამოსავლის ძებნა, რომლისთვისაც მთავარი იყო არა ქართველების ამბიციების დაკმაყოფილება ამ მიმართულებით, არამედ რუსეთის გაწევრიანება ვმო-ში. ევროპის მთავარი ამოცანა იყო ნებისმიერი ფორმით გაეწევრიანებინათ რუსეთი ვმო-ში და ამას მათ მიაღწიეს საქართველოს მოტყუებით და ყოჩაღ ევროპას!. აღტაცებული ვარ ევროპით, რომ მათ თავისი გაიტანეს ქართული მხარის არაკომპეტენტურობის ხარჯზე", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროექტთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმება სავაჭრო ტვირთებისს ადმინისტრირების საკითხს გულისხმობს. ქართული მხარის პოზიცია წარმოადგენდა შვეიცარიული მხარის წინადადების დათანხმებას რომელიც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს.