"ქრისტიან-დემოკრატების" წევრის ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატებს" ბიძინა ივანიშვილისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულება ერთ ძირითად საკითხზე აქვთ - ეს არის ქვეყნის კონსტიტიციური მოწყობა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში შევა 2012 წელს, გამორიცხავს ძალაუფლების უზურპირებას ერთი ადამიანის ხელში. დღეს მოქმედი კონსტიტუციით, სააკაშვილს აქვს ყველანაირი საშუალება - იყოს უზურპატორი. ივანიშვილის თქმით, პირველი, რასაც იგი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს, არის კონსტიტუციის შეცვლა. რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე კონსტიტუციურ რეჟიმში დავბრუნდებით, რომელშიც ახლა ვართ, ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, - აღნიშნა ლალიაშვილმა.
რაც შეეხება ბრიფინგის ორგანიზებულობას, ლალიაშვილის განცხადებით, ჟურნალისტებს შეეძლოთ, უფრო კარგად გამოეყენებინათ მათთვის მიცემული დრო და ივანიშვილის აპარატსაც შეეძლო, უკეთესად მოეხდინა ამ ყველაფრის ორგანიზება.