ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ბადრი პატარკაშვილთან ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა.
"ბადრისთან მქონდა ძალიან თბილი ურთიერთობა. საერთო ბიზნესი არასდროს არ გვქონია და არც პარტნიორები ვყოფილვართ, მაგრამ ყოველთვის ვაცნობიერებდით, რომ ვიყავით თანამემამულეები. პოლიტიკაში პარალელები, ვფიქრობ, ძალიან ძნელი გასავლები იქნება, რადგან, ჩემი აზრით, ბადრის ძალიან გაცხადებულად ჰქონდა სურვილები ხელისუფლებაში მოსვლისა და არც მალავდა", - განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე - "თუ ხედავთ ანალოგიებს თქვენსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის და როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან".
ივანიშვილის თქმით, ის იძულებული გახდა პოლიტიკაში წასულიყო მას შემდეგ, რაც დაინახა საფრთხე სამშობლოს დაკარგვისა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ მან ამ გადაწყვეტილების მიღებით მართებული ნაბიჯი გადადგა.