უმრავლესობის წევრი, კობა ხაბაზი, დღევანდელი პრესკონფერენციიდან დარწმუნდა, რომ ივანიშვილი ნამდვილად რუსეთის პროექტია.
ხაბაზის თქმით, პრესკონფერენციის შემდეგ კმაყოფილი დარჩა, რადგან "საცოდავ დღეში ყოფილა რუსეთი, თუ ამ ადამიანის იმედზეა დარჩენილი".
"მთელი მისი ბრიფინგი იყო იმაზე, რომ როგორმე ნამუსი მოეწმინდა პუტინისთვის", - განაცხადა ხაბაზმა ჟურნალისტებთან საუბარში.