ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც მისი გუნდი უმრავლესობაში მოვა, მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს.
„სააკაშვილს უფლება აქვს პრეზიდენტობის, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია მაქსიმალურად მოირგო სააკაშვილმა, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლით მყისიერად დავიწყებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას",- განაცხადა ივანიშვილმა.