ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ელიტარული კორუფცია აღმოიფხვრება. განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრეკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე - როგორი იქნება მისი დამოკიდებულება თანაგუნდელების მიმართ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
"უკვე რამდენჯერმე ხუმრობით და ნახევრად ხუმრობით მოვახერხე ასეთი შეკითხვების დასმა - ჩემთან ერთად რომ აპირებთ მთავრობაში მოსვლას, რამე მსგავსის იმედი ხომ არ გაქვთ, რაც დღეს ხდება? იცოდეთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არავინ დაიზოგება", _ აცხადებს ივანიშვილი და ხაზასმით აღნიშანვს, რომ არც ერთი მისი ახლობელი და თანამოაზრე არ მიიღებს არავითარ ინდულგენციას.
"ვიქნები დაუნდობელი მის მიმართ, ვინც არ დაიცავს კანონს. არ იქნება ელიტარული კორუფცია, ზემოდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. ზემოდან უნდა იყოს ნება და გაძლევთ პირობას, რომ არავითარ კორუფციას არ დაუშვებთ. პირველ რიგში, ჩვენი მოსვლის დღიდან ელიტარული კორუფცია აღმოიფხვრება", _ აცხადებს ივანიშვილი.