საქართველოში აბსულუტური განუკითხაობაა. საშინელ ტერორს განიცდის ქართველ ხალხი. საერთოდ დაიკარგა სამარლიანობის განცდა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამის თავი და თავი არის ერთი პიროვნება. ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ერთ პიროვნებას ეწირება დღეს საქართველო. ეს გახლავთ სააკაშვილი. მისი უახლოესი გუნდი მსხვერპლია ოდესღაც მათგან არჩეული პოზიციისა. ისინიც ისეთივე დღეში არიან როგორც მთელი მოსახლეობა. ერთადერთი მოძალადე დღეს გახლავთ სააკაშვილი", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მყისიერად იქნება დაწყებული ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა.
"მე გაძლევთ გარანტიას რომ, ჩვენ გვეყოლება ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო", _ აცხადებს ბიზნესმენი.