საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, რუსი პოლიტოლოგებიც კი აღარ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი.
ჟურნალისტებთან საუბარში კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას თავიდან თვალყურს ადევნებდა, თუმცა მისი მოსმენა აღარ გაუგრძელებია მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თქვა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
"ყველა ასეთ ადამიანს, რომელიც რუსული პოლიტიკური ხაზის გამტარებელია, საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, კუბლაშვილი აცხადებს: "მან თქვა, რომ ასე წერიაო, სინამდვილეში იქ სხვა რამე წერია. მან ისე თქვა, როგორც თვითონ უნდოდა".