ოპოზიციური ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ივანიშვილმა ჟურნალისტთა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
"ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი ინიციატივები გაახმოვანა. მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და უმრავლესობით მოსვლის შემთხვევში, აპირებს მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. მთელ ბრიფინგს წითელ ზოლად გასდევდა დაუფარავი სურვილი, რომ ჩატარდეს არჩევნები და ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს", - განაცხადა ცაგაერიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი განცხადებიოთ, ნებისმიერ პრესკონფერენციას ჰყავს ორი თანამონაწილე რესპოდენტი და ჟურნალისტები.
"ჩვენ დავინახეთ რესპოდენტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ მართული ზოგიერთი ჟურნალისტის გადამკიდე, ვერ დაისვა ბევრი ისეთი შეკითხვა, რომელიც ქართულ საზოგადოებას აინტერესებდა. პირდაპირ ჩანდა, რომ ზოგიერთი მართული ჟურნალისტი ბრიფინგზე მისული იყო ჩასაშლელად", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.