პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ იდეას 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანის დასაქმებაზე მნიშვნელოვანს უწოდებს.
~პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსჯელობა უნდა გვქონდეს ბიზნესთან და უნდა შევჯერდეთ ამ მიმართულებაზე. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იდეაა, დანარჩენი უნდა მოხდეს უშუალოდ შეთავაზების ავტორებთან ერთად~, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებით, მეწარმე, რომელიც სამსახურში 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანს სამსახურში აიყვანს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, რათა ამ ადამიანების დასაქმება მოხდეს.