ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ~ქართუ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საჭიროება არ არსებობს. ~ქართუ~ ბანკში ეროვნული ბანკის სტანდარტული შემოწმება მიმდინარეობს იმ პროცესების გამოსარკვევად რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. არანაირი საუბარი რაიმე ფორმით მართვის ან საკუთრების უფლების შეზღუდვაზე - დროებითი ადმინისტრაციის სახით დღის წესრიგში არ დგას, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის სტანდარტული შემოწმების ვადა 2 თვეა, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გამოვრიცხავს, რომ შემოწმება დასრულდეს ან უფრო ადრე, ან უფრო გვიან. ~შემოწმება დასრულდება იმ წუთშივე, რა წუთშიც ყველა კითხვას პასუხს გავცემთ~ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.