ნატო არ ცვლის საქართველოსთან თანამშრომლობის პრინციპებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ სასტუმრო "რადისონში" მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციის მსვლელობისას განაცხადა.
მისი თქმით, არ იცვლება საქართველოსთან თანამშრომლობის პრინციპები და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება.
"კონფერენციაზე ჩვენ განვიხილავთ როგორც თავდაცვის, ასევე უსაფრთხოების საკითხებს. ასევე მე მოვამზადებ ჩრდილოარტლანტიკური ვიზიტის საკითხებს. მანამდე, შემიძლია გითხრათ რომ საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის პრინციპები არის უცვლელი, მათ შორის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელც მოკავშირეებმა მიიღეს", - განაცხადა აპატურაიმ.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ავღანეთში მნიშვლეოვან როლს ასრულებს.