საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძის განცხადებით საქართველო რამდენიმე წელიწადში იქნება მზად ნატოში გაწევრიანებისათვის.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა, ამისათვის მიდის მუშაობა რათა ამაღლდეს სამხედრო და დემოკრატიული ინსტიტურების წონა ნატოს სტანდარტებამდე.
"საქართველოს უკვე აქვს ყველა მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრიანებისათვის. ჩვენ გაქვს ნატო-საქართველოს კომისია, მივიღეთ გეგმა, რომელიც სავსებით საკმარისია, რომ ჩვენმა ქვეყანამ განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრიანებისათვის ანუ უნდა ამაღლდეს ჩვენი ინსტიტუტები ნატოს სტანდარტებამდე. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამას "მაპი" ერქმევა თუ სხვა რამ", _ განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ მთავარია საქართველო იყოს მზად ნატოში გაწევრიანებისთვის დანარჩენი კი პოლიტიკური საკითხია.