მოსკოვში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილის კონსტანტინე ჩაიკასა და სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის უფროსის საიდ ტარკილის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, აფხაზური მხარის ინფორმაციით, რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის საბაჟო საქმეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილებოდა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით მალე რუსეთსა და აფხაზეთის საბაჟო სამსახურს შორის საბაჟო საქმეებში თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
აფხაზური და რუსული მხარეები განცხადებით ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ხელს შეუწყობს "აფხაზეთ-რუსეთის" საზღვარზე ტვირთების გადაადგილების პროცედურის გაფორმებას.
მასალის გამოყენების პირობები