მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნების ციკლი იყოს ლეგიტიმური და დემოკრატიული, - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში 23 ოქტომბერს.
მისივე თქმით, ეს ეხება როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებს. ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში და ამისთვის ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. ელჩმა აღნიშნა, რომ ის ამ მიმართულებით ხედავს გადადგმულ ხელშესახებ ნაბიჯებს, თუმცა მეტის ხილვა სურს.
"ჩვენ დაინტერესებულები ვართ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს და ეს შედეგები იყოს საზოგადოებისათვის მისაღები. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნების ციკლი იყოს ლეგიტიმური და დემოკრატიული", _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა.