საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას მის მოკვლასთან დაკავშირებით ბოდვად აფასებს.
ჟურნალისტებთან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, რომ "ეს არის ბოდვის ელემენტები მის გამონათქვამებში, რომ ვინმე ვინმეს ესვრის" და მას ასეთი განცხადების არავითარი საფუძველი არ აქვს.
წიკლაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც 9 აპრილის მკვლელთან, გენერალ ლებედევთან თანამშრომლობდა და ის არის ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა პრობლემები რუსეთის ხელისუფლების ფინანსირების.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ~მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ, ამას ვაცნობიერებ და ფრთხილად ვარ~.