ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრის პეტრე მამრაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას ნიშნავს.
დღეს ფრაქციის მიერ გამართულ ბრიფინგზე პეტრე მამრაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სიცრუეზე, ძალადობაზე და ტერორზე დგას.
"ეს რეჟიმი აცნობიერებს, რომ იოტისოდენადაც კი რომ მოშორდნენ ხელისუფლებას, ციხეში წავლენ. ყველა პატიოსანი ადამიანი უნდა ხედავდეს რაც ხდება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ეს არის ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით გადაცემა", - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
მამრაძემ ბანკ "ქართუს" საიკასაციო მანქანებზე მომხდარ ფაქტზეც აამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კამოს მიერ ბანკის გაძარცვის შემდეგ, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.