ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა დასაბუთებული და სამართლებრივად მყარია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს", ექსპერტმა სამარლებრივ საკითხებში, იურისტმა კახა ასლანიშვილმა განუცხადა.
"როგორც იურისტმა, უნდა ვთქვა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ნამვილად სამართლებრივი და დასაბუთებულია. არ ჩამორთმევით დაირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციაც და ორგანული კანონიც მოქალაქეობის შესახებ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ასლანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და ყველა ორგანო ვალდებულია შეასრულოს კანონის მოთხოვნა.
"წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ის დაემორჩილა კონსტიტუციას და საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით ის ვალდებულიც იყო ასე მოქცეულიყო", - განმარტა იურისტმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემაზე, რადგან ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური დისკრეცია და პრეზიდენტს ექსკლუზიური დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიანიჭოს ან არ მიანიჭოს მოქალაქეობა.
"იმის თქმა ,რომ მას არ აქვს უფლება უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ალოგიკური. თუ პირს აქვს დისკრეცია გადაწყვიტოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, მაშინ მას ავტომატურად აქვს უფლება უარი თქვას ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაზე. თუ ბატონი ივანიშვილი აცნობიერებს იმას, რომ არის საქართველოს საკანონდებლო სივრცეში, სამართლებრივი კუთხით იმის თქმა, რომ აუცილებელია, მისთვის მოქალაქეობის მინიჭება არის არასწორი. საღი აზრის მქონე ადამიანს არ შეიძლება იმის სჯეროდეს, რომ თუ მივმართავთ თხოვნით ამა თუ იმ ორგანოს, ეს ჩვენი თხოვნა და გადაწყვიტონ მათ სასიკეთოთ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასლანიშვილმა.