რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შობა-ახალი წელი მიულოცა.
"რუსეთისა და აფხაზეთის ერთობლივი მოქმედებების ძალისხმევით, არსებითად წინ წაიწია ჩვენმა თანამშროლობამ ყველა სფეროში. ამ თანამშრომლობის გაგრძელება 2010 წელსაც აუცილებელია აფხაზეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გამყარების საკითხში",_ ნათქვამია პუტინის მიერ გამოგზავნილ მისალოც წერილში და იქვე აღნიშნულია, რომ ბაღაფშის "დამაჯერებელი გამარჯვება არჩევნებში" არის "გარანტია თქვენს მიერ არჩეული კურსის სანდოობისა რუსეთთან მართლაც პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისა".