"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" ლიდერის გია ცაგარეიშვილის მოსაზრებით, უილიამ ბერნსის განცხადება ნათელი შეტყობინებაა იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლების სრულად გადაცემა უნდა მოხდეს.
ჟურნალისტებთან საუბარში ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ნათელი შეტყობინება მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის, რომ წინ არ უნდა აღუდგნენ ხალხის ნებას და 2012-13 წლებში უზრუნველყონ ხელისუფლების სრულად, დემოკრატიულად გადაცემა.
"ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები", ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მოქალაქისთვის გახდეს მხოლოდ ცუდი სიზმარი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოთ საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანების გზაზე", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
აშშ-iს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა დღეს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსისa და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა.