"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელის თქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გაუძლო იმ ახალგამოწვევებს, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა.
"საქართველოს ხელისუფლებამ მისთვის დამახასიათებელი სტილით ცდილობს მოკლას ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება და არ დატოვოს შესაძლებლობა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისთვის. საქართველოს ხელისუფლების არჩევანი ისევ და ისევ რჩება პოლიციის პოლიტიკურ ჟანდარმერიად გამოყენება, პოლიტიკური ტერორი ოპონენტებზე და ყველა საშუალებით გამკლავება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლებელია აქტიურად გამოხატავდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციას. ძალიან სამარცხვინო გზა აირჩია მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა, რაც პირველ რიგში გამოიხატა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის სრულიად უკანონოდ ჩამორთმევით. სააკაშვილმა ძალიან სამარცხვინო გზა აირჩია იმ ადამიანებთან ანგარიშსწორების, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ახლობლები, მეგობრები ან მისი შვილის მეგობრები არიან. ჩვენ უკვე რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ასეთი დაპატიმრებების", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, გუშინდელი ფაქტი "ქართუს" თანამშრომლებთან დაკავშირებით, იყო სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი ბრალდება.
"თურმე ერთი ბანკიდან მეორე ბანკში მიმავალი მანქანით ფულის გადატანა შეიძლებოდან ფულის გათეთრებასთან იყოს დაკავშირებული. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ყველა ესეთი საკითხზე ცალსახად იყო პასუხი გაცემული, ყველა ინფორმაცია იყოს საჯარო და ღია, ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ინფორმაცია ყველა წყაროსგან, მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა იმ პოლიტიკური განცხადებების, პოზიციების, სამართლებრივი შეფასებების შესახებ, რომელიც ქვეყანაში კეთდება, იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი წარიმართოს პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული და არა ქუჩის წესებით ბრძოლა ხელის გადაწევაზე", - აღნიშნა ხიდაშელმა.