"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია.
"ჩვენი ტერიტორიების 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა უნდა იყოს გადატანილი, რომ მოხდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა საქართველოდან და ჩვენ სრულ ინტეგრაციაზე ევროპაში, მაგრამ ამას ჭირდება რუსეთთან დიალოგი, რომლის რესურსი მთლიანად ამოწურული აქვს სააკაშვილს, ისევე როგორც ამოწურული აქვს დიალოგის შესაძლებლობა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთამ", - განაცხადა ალასანიამ ჯორჯ მარშალის ფონდის წარმომადგენლობით დელეგაციასთან შეხვედრისას.
მისი თქმით, მას სურვილი აქვს, რომ რუსეთში დემოკრატიული პოლიტიკური ელიტა დაინახოს.
"მინდა, რომ რუსეთში დავინახო დემოკრატიული პოლი ტიკური ელიტა. ყველას გვინდა, რომ რუსეთი გახდეს არა იმპერიული, არამედ მეზობლების ღირსების დამცველი ქვეყანა. მაგრამ დღეს არის რეალობა ისეთი, რომ პუტინი ბრუნდება ხელისუფლებაში სავარაუდოდ. ეს არის ის შემთხვევა როდესაც ჩვენ ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩემთვის მთავარი ამ ეტაპზე დავიბრუნოთ რუსეთის სავაჭრო შესაძლებლობები. ჩვენი ეკონომიკისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და პრინციპული.", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.