ოპოზიციური ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის~ თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის რუსეთუმეობის შესახებ ხელისუფლების რიტორიკა სრულიად უსუსურია.
როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ სრულიად არაადეკვატურები გახდნენ.
"როგორც ჩანს, პარლამენტში გლოვის ზარმა ჩამოჰკრა. სხვას ვერაფერს უწოდებ ნაციონალური მოძრაობის ამ არაადეკვატურ განცხადებებს, მათ მიერ მართული ტელევიზიების მანიაკალურ გამძაფრებამდე მისულ წყევლა-კრულვას, რასაც ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ იჩენენ”, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ყავლაგასულია რიტორიკა, ბიძინა ივანიშვილის რუსეთუმეობის შესახებ.
~ეს იმდენად სამარცხვინოა, რომ კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. კომენტარებს ააკეთებენ გოკა გაბაშვილი და სხვები, ივანიშვილის ჩაცმულობაზე, სტილზე, აქცენტზე, მაგრამ არც ერთ განცხადებას არ აკეთებენ, როცა ივანიშვილის ფულით გაკეთდა სამება, ეკლესია-მონასტრები, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები, თბილისის ოპერა, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბათუმის დელფინარიუმი, ურეკის გასართობი პარკი, საჩხერისკენ მიმავალი გზა. ეხმარებოდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, დამსახურებულ მასწავლებლებს, სპორტსმენებს, მსახიობებს", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები