ქართული მედიისთვის ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა სავარაუდოდ ხვალ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებასთნ ურთიერთობის საკითხებში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა ზურაბ ბიგვავამ განუცხადა.
"არ არის ზუსტად დადგენილი. მე ვთქვი, რომ სავარაუდოდ ხვალ იქნება. როგორც კი დადგინდება ამის შესახებ ყველას გეცოდინებათ. ინტერვიუს ჩაწერა სავარაუდოდ ინდივიდუალურად მოხდება და პრესკონფერენციის ფორმატი არ იქნება. იქიდან გამომდინარე რომ ხელისუფლების აგრესია სახეზეა, ამიტომ ცოტა სხვანაირად მოგვიწევს დაგეგმა ამ პიარ აქციის", - განაცხადა ბიგვავამ.