„ქუჩური მენტალიტეტი ჩვენ სკოლებში არ იქნება, თუ ვინმეს აქვს ნოსტალგია, ან პრეტენზია დარწმუნებული ვარ სამართალდამცავი ორგანოები ამ პრობლემას მოაგვარებენ", - ასე გამოემხაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი 53-ე საჯარო სკოლის წინ მომხდარ ფაქტს.
„დირექტორი საჯარო სკოლის ხელმღვანელია და დირექტორის, მასწავლებლების შეურაცხყოფა არასოდეს არ იქნება ტოლერანტული საზოგადოების მხრიდან. სკოლას გააჩნია შიდაგანაწესი და მისი დარღვევა, მასწვალებლების შეურაცხყოფა და მსგავსი ფაქტები, ჩვენ საჯარო სკოლებში არ იქნება", - აღნიშნა შაშკინმა.
შეგახსენებთ, რომ 53-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასელები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს დღეს დილიდან არ ესწრებიან. ისინი სკოლის შენობის წინ არიან შეკრებილები და დირექტორისგან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვენ, რომელიც მათი თანაკლასელის მიმართ არის აღძრული.
ცნობისთვის, სისხლისამართლის საქმეა 2 მოსწავლეზე ირაკლი მჭედლიშვილსა და მიხეილ ალექსიძეზეა აღძრული. როგორც მოსწავლეები აცხადებენ, თავდაპირველად ირაკლი მჭედლიშვილის გარიცხვა მოხდა სკოლიდან, სკოლის დირექტორი კი კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებსა, რის შემდეგაც მეორე მოსწავლემ მიხეილ ალექსიძემ დირექტორს სთოვა არ გაერიცხა თავისი კლასელი, რის გამოც თავადაც ავტომატურად გაირიცხა სკოლიდან.
სკოლის დირექტორი, ტატო შავშიშვილი 2 კვირის წინ დანიშნეს.