ივანიშვილი ახლა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლში იმყოფება. ამის შესახებ ირინა სარიშვილმა განაცხადა. პარტია "იმედის" ლიდერი ფიქრობს, რომ ოლიგარქის პოლიტიკური გზავნილები გაურკვეველია, ამიტომ მისი პოლიტიკაში მოსვლა არჩევნების წინ პროცესებს არევს. ირინა სარიშვილი აცხადებს, რომ მას ივანიშვილთან 9 კითხვა აქვს, რომლისგანაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პარტია "იმედის" ლიდერი გამარტავს, რომ ამ დრომდე გაურკვეველია ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც დამატებით ეჭვებს ბადებს.
"ბიძინა ივანიშვილი არ არის ფულის ტომარა, რომ მე მას როგორც "დიდ ქისას" ისე შევხედო და ამიტომ ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე პირდაპირ თავი დავაქნიო, რომ ვითანამშრომლებ. მე სანამ არ მეცოდინება ამ ადამიანის მიზანი, იქამდე მასთან ვერ ვითანამშრომლებ. არავინ უნდა ენდოს მის თანხებს. შეიძლება ჩვენ მივიღოთ იგივე იდეოლოგიის ხელისუფლება ივანიშვილის ფულით, რაც არ მგონია ამ ქვეყნისთვის სასიკეთო იყოს", - განაცხადა სარიშვილმა.