"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ამერიკული პროექტია.
"ვაშინგტონმა მიიღო ჩამკეტი ზომები სამომავლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალების და უპირველესად "ლეიბორისტული პარტიის" არ დასაშვებად. იციან რა, ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მონური თაყვანისცემა ფულიანი კაცისადმი და გამონახეს ახალი - "სოროსი 2". ამჯერად ქართული გვარით - ივანიშვილი, რომელიც ყოველთვის რეჟიმის ფინანსური ბურჯი იყო", - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილის მილიარდები ინახება ამერიკა-ევროპის ბანკებში, რაც შესაბამისად ჩვენი ამერიკელი ბატონებისთვის ამ პიროვნების 100 %-იან მართვას უზრუნველყოფს.