ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ე. წ. ძალოვან მინისტრებთან თათბირი ჩააატარა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კოკოითიმ ე. წ. ძალოვნებს მოსთხოვა, აღრიცხვაზე აეყვანათ ყველა, ვინც ახალი წლის ღამეს, ზეიმის აღსანიშნავად, ცეცხლსასროლი აირაღიდან სროლას დაიწყებდა.
"ადრევე უნდა მივიღოთ ღონისძიებები მართლწესრიგის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ვინც ახალი წლის ღამეს ცეცხლს გახსნის, არავითარი შეღავათი მათ მიმართ არ უნდა იყოს", _ განაცხადა კოკოითიმ.
ოს სეპარატისტთა ლიდერმა თავის ე. წ. ძალოვან სტრუქტურებს დაავალა, ყურადღება გამოიჩინონ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ტაბელური იარაღი აღრიცხული და დალუქული იყოს.