"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს, თუმცა ახლა ამის რეალურ წინაპირობას ვერ ხედავს
"არ გამოვრიცვხავ რომ ხელისუფლებამ არჩევნები ადრეულ გაზაფხულზე ჩაატაროს და არა შემოდგომაზე, რათა ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოასწროს პარტიული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე როგორი იქნება ხელისუფლების რეიტინგი და ამისთვის ხელისუფლება პარტიულ კვლევებს დაელოდება", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენ-ს ლევან ვეფხვაძემ.
"ვადამდელი არჩევნების ეშინოდეს იმას ვისაც რეიტინგი არ აქვს" - იხუმრა ლევან ვეფხვაძემ.
შგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" ლილდერმა ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. "სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მარტის დასაწყისში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, 2012 წლის შემოდგომაზე კი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრებული არ იქნება. თუმცა, რუსეთში პუტინი რომ გახდება პრეზიდენტი, ეს ცალსახაა, ისევე, როგორც ის, რომ არჩევნებში სააკაშვილს სერიოზული კრახი ემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი უახლოეს თვეებში დანიშნავს არჩევნებს. ჩვენ მივდივართ არჩევნებში. ჩვენ უახლოეს თვეებში შევძლებთ იმაზე მეტად გავაძლიეროთ ქართული პარტია, ვიდრე აქამდე იყო",- აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა