ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უმაღლესმა
სასამართლომ" რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კოკოითის ერთ-ერთი
ოპონენტის, ჯამბოლატ თედეევის სარჩელი არ
დააკმაყოფილა. თედეევს ცხინვალის კრიმინალური რეჟიმის ე.წ. ცესკომ
"პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. ინფორმაციას
ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის
კანონმდებლობის თანახმად -
"სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებას გასაჩივრებას არ
ექვემდებარება".
შეგახსნებთ, რომ ჯამბოლატ თედეევს ე.წ.
ცესკომ "პრეზიდენტობის კანდიდატად" რეგისტრაციაზე უარი უთხრა და მიზეზად
ის დაასახელა, რომ იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობს. თედეევი
კოკოითის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა და გავრცელებული ინფორმაციით, მისი
საცხოვრებელი ცხინვალში ამჟამადაც ე.წ. სამართალდამცავებს აქვთ ალყაშემორტყმული.
თავად თედეევი აცხადებს, რომ
მიუხედავად ყველაფრის,ა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.