სეპარატისტულ
აფხაზეთში დღეს გაეროს დელეგაცია ჩადის, რომელსაც პოლიტიკურ საკითხებში გაეროს
გენერალური მდივნის თანაშემწე ოსკარ ფერნანდეს-ტარანკო ხელმძღვანელობს.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი
ინფორმაციით, ამ დელეგაციის შემადგებლობაში არიან ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებებათა თანათავმჯდომარე ანტი ტურუნენი, მისი პოლიტიკური მრჩეველი
ჟენევის მოლაპარაკებებზე ჰაილუ მამო და სხვები.
დღესვე
აფხაზეთში ჩასული სტუმრები აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ.
პრემიერ მინისტრს ლეონიდ ლაკერბაიას და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ
ჩირიკბას შეხვდებიან.