”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, მასსა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ გარიკვევა, თუ როგორი პოლიტიკური ურთიერთობა იქნება მათ შორის.
”ადამიანს ძალიან ბევრი კარგი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული. პოლიტიკაში ჩვენი თანამშრომლობა, რა ფორმით, როგორ მოხდება ალბათ გაირკვევა მას შემდეგ როდესაც შედგება ჩვენი შეხვედრა. კაცურად, საქმიანად დავილაპარაკებთ და გავარკვევთ სამომავლოდ თუ როგორ პოლიტიკური ურთიერთობა იქნება ჩვენს შორის”, - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ივანიშვილი ირაკლი ალასანიასა და მის გუნდს თანამშრომლობას სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები