საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს გაუგებარი წარმოშობის დოკუმენტს უწოდებს.
როგორც ჟურნალისტებს აკაკი მინაშვილმა განუცხადა, საქართველოში 200-მდე პარტიაა და ერთ-ერთი ალბათ ივანიშვილის პარტიაც იქნება.
"ამ ადამიანის მთავარი სურვილი, როგორც ჩანს, არის საქართველო იყიდოს. საქართველო არ იყიდება, ეს დიდი ხანია დადასტურდა", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი თქმით, რასაც ივანიშვილი აკეთებს ეპისტორალურ ჟანრში, ეს უკვე დადასტურდა რამდენიმე დღეა.
"მას სურს საქართველოს ყიდვა, ქართველი ხალხის ყიდვა, ისტორიამ კი დაადასტურა, რომ ეს არც ხდება და არც მოხდება არასოდეს", - განაცხადა მინაშვილმა.