"ბიძინა ივანიშვილის განცხადება ლეიბორისტების მიმართ, განპირობებული იყო მრავალი წლის მანძილზე დაგროვებული ბოღმით შალვა ნათელაშვილის მიმართ", _ ასეთ კომენტარს აკეთებს "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.
გუგავას თქმით, "ლეიბორისტული პარტია" ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს.
"აქედან გამომდინარე ჩვენ მას ვიწვევთ პირდაპირ ეთერში ტელედებატების ფორმატში, სადაც ღიად და საჯაროდ ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანოთ - ვინ აძლიერებდა ფინანსურად და სხვა საშუალებებით მიხეილ სააკაშვილსა და მის რეპრესიულ მანქანას, ვინ ებრძოდა ამ რეჟიმს ამ მანქანას და ვინ შეეწირა გაირკვეს საჯაროდ", _ აცხადებს გიორგი გუგავა.
მასალის გამოყენების პირობები