"ამ ადამიანს ზუსტად ის პრინციპი აქვს არჩეული რასაც მე ვაკრიტიკებდი ამ ხელისუფლებაში და რაც იყო დამახასიათებელი გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკებისათვის - ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია", _ აცხადებს პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
"მან ზუსტად ასე დაახარისხა საზოგადოება. მთავარი მისი მიზანი არის ქუჩაში გასვლა და ეს ნიშნავს, რომ მას მთელი აქცენტი გაკეთებული აქვს ასეთ რადიკალურ ფორმაზე, მყისიერ ცვლილებაზე, რევოლუციაზე", _ აცხადებს გამყრელიძე და აღნიშნავს, "მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში მომწიფდა აზრი, რომ რადიკალიზმი უნდა დასრულდეს ქართულ პოლიტიკაში".
მასალის გამოყენების პირობები