"მე წარმოდგენა არა მაქვს საიდან შოულობს ბიძინა ივანიშვილი ფულს, მე არ შემისწავლია მისი პირადი ბიოგრაფია, მე ამაზე ვერაფერს ვერ ვიუტყვი ვერც საჯარო და ვერც კერძო საუბარში და მე მას ნამდვილად არ ვიცნობ", -განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არსებული ინფორმაციის კომენტირებისას.
ხოლო, რაც შეეხება ივანიშვილისა და რესპუბლიკური პარტიის თანამშრომლობს პერსპექტივას, ბერძენიშვილი სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, რომ "ამჟამად რესპუბლიკური პარტია ეცნობა და იმსჯელებს ამ შემოთავაზებაზე. მე წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ამაზე პარტიული გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული".
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ნათქვამია: "იმ დროს როდესაც ხელისუფლებამ ალია ჰოლდინგის საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სოლა დაგვიწყო ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ მე ვიცი საიდან შოულობს ბიძინა ფულს და არ ამალაპარაკოთ ახლაო".