ჩემს საქმიანობაში შავი ლაქები და ხარვეზები ვერ იპოვეს - ვერც იპოვნიან მას, რაც ბუნებაში არ არსებობს, - ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში, რომელიც, რომელიც დღეს დილით გავრცელდა.
"2008 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რის გამოც ამ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე, ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა მთელი სიმძლავრით ამუშავდა, წამოვიდა სიბინძურის ნიაღვარი ტელეეკრანებიდან, გაზეთებიდან, დაიწყო მუქარები, შანტაჟი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ _ ჩემს საქმიანობაში შავი ლაქები და ხარვეზები ვერ იპოვეს _ ვერც იპოვნიან მას, რაც ბუნებაში არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამ ბრალდებების გასაბათილებლად გამოიცა საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნი, სადაც ამომწურავი პასუხია გაცემული ცილისმწამებლურ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე.
აქვე, ბიზნესმენი სთხოვს ჟურნალისტებს, რომ ხელახლა ნუ დაიწყებენ საუბარს იმ თემებზე და ხელახლა ნუ მოსთხოვენ პასუხს იმ კითხვებზე, რომელზეც პასუხი უკვე გაცემულია.