საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რამდენიმე წელს მოითხოვს.
"მთავარია ვისაუბრეთ პერსპექტივებზე. ეს ალბათ რამდენიმე წელს მოითხოვს. ევროპაში მთავარი ქვეყნები დღეს საფრანგეთი და გერმანიაა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, იმის მიუხედავად თუ რა განწყობა სუფევს ევროპაში, გაბედა და განაცხადა, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად აქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ არა მხოლოდ პრეზიდენტმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა, არამედ მთელმა ევროპამ. კიდევ ერთხელ განვაცხადებ, საფრანგეი ევროპის ლიდერი ქვეყანაა. ჩვენ ევროპელები ვართ და ვამაყობთ ამით", - განუცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია "ფრანს 3"-ს.